logo
ENG



პაპუაშვილი: [ივანიშვილის წინააღმდეგ] სანქციებს არ ველოდებით

26 აპრ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: [ივანიშვილის წინააღმდეგ] სანქციებს არ ველოდებით

პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს არ ელოდებიან.

"არა, რა თქმა უნდა, რატომ უნდა ველოდოთ? არ ველოდებით", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა